კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

სიახლე

სადაზღვევო კომპანიები ახალ სამედიცინო კლინიკებში საფასო პოლიტიკის გადახედვაზე ფიქრობენ

2012-04-06

რადიო კომერსანტის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები ახალ სამედიცინო კლინიკებში საფასო პოლიტიკის გადახედვაზე ფიქრობენ. "იმედი ელ"–ში რომელმაც კლინიკები აჭარასა და კახეთში გახსნა აცხადებენ, რომ არსებული დატვირთვით კმაყოფილები არიან. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ფასები ჯერჯერობით შეცვლილი არ არის. "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" კახეთში ორი კლინიკა გახსნა. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია და კლინიკები ყოველდღიურად საშუალოდ 150–300 ამბოლატორიულ პაციენტს ემსახურებიან.

დაწვრილებით ...

რადიო მწვანე ტალღა - რადიო მწვანე ტალღა–ჩემი დაზღვევა

2012-03-29

პროექტი ჩემი დაზღვევა ხორციელდება აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ჯიპაკის ფარგლებში, იუესეიდის დაფინანსებით. თეა ახალაძის განცხადებით, აქამდე ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ყველა კლინიკა არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომ მომხმარებელს კარგი სერვისი მიეღო, თუმცა ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორებულია. არჩილ მორჩილაძის თქმით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გულისხმობს, უახლოეს კლინიკაში სერვისის მიღების შესაძლებლობას.

დაწვრილებით ...

სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" ლაგოდეხსა და წნორში სავაადმყოფოებს აშენებს

2011-10-10

სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" ლაგოდეხსა და წნორში სავაადმყოფოებს აშენებს. ლაგოდეხში მშენებარე სამედიცინო დაწესებულებაში შიდასარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს, სამუშაოები პირველ დეკემბერს დასრულდება. როგორც "რადიოქალაქს" "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" კახეთის პროექტების მენეჯერმა ვახტანგ გუჯაბიძემ განუცხადა, წნორის საავადმყოფოს გახსნა 2012 წლის პირველ მარტს იგეგმება. საავადმყოფოებში მუშაობის მსურველთათვის ტრენინგები უკვე მიმდინარეობს, ისინი ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდებიან.

დაწვრილებით ...

საქართველოს პრეზიდენტმა ლაგოდეხში არქიმედეს ლინიკა გახსნა

2011-03-29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაგოდეხში არქიმედეს ლინიკა გახსნა.  თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი უახლოესი საავადმყოფო გაიხსნა დღეს ლაგოდეხში. სამკურნალო დაწესებულება ასამდე პაციენტის მიღებას შეძლებს. კლინიკა გათვლილია ყველა სახის მომსახურებაზე. კლინიკაში 80–მდე პერსონალი მუშაობს, რომლებმაც სხვადასხვა სახის გადამზადება გაიარეს.

 

დაწვრილებით ...

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში სს,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ საქართველოში ულტრათანამედროვე სამედიცინო კლინიკა გახსნა

2011-02-12

სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ შვილობილმა კომპანიამ „არქიმედეს კლინიკამ“, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, კერძოდ ქ. ლაგოდეხში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი გახსნა.ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით: ექიმებმა და მენეჯერებმა 1 წლიანი ტრეინინგის კურსი ისრაელის წამყვან კლინიკებში გაიარეს. პარალელურად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მიმდინარეობდა სხვა მედპერსონალის გადამზადების ეტაპობრივი პროგრამა.

დღეიდან კახეთის რაიონის მოსახლეობას საშუალება ექნება ადგილზე მიიღოს მაღალი ხარისხის ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და კლინიკაში 124 ადამიანი დაასაქმა. 





დაწვრილებით ...
მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia