CareersCareers FAQsFAQs

News » ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში სს,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ საქართველოში ულტრათანამედროვე სამედიცინო კლინიკა გახსნა

სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ შვილობილმა კომპანიამ „არქიმედეს კლინიკამ“, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, კერძოდ ქ. ლაგოდეხში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი გახსნა.ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით: ექიმებმა და მენეჯერებმა 1 წლიანი ტრეინინგის კურსი ისრაელის წამყვან კლინიკებში გაიარეს. პარალელურად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მიმდინარეობდა სხვა მედპერსონალის გადამზადების ეტაპობრივი პროგრამა.

დღეიდან კახეთის რაიონის მოსახლეობას საშუალება ექნება ადგილზე მიიღოს მაღალი ხარისხის ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და კლინიკაში 124 ადამიანი დაასაქმა. 

Home  -   About Us  -   Our Clinics  -   Media Center  -   For Patients  -   Contact Us  
Facebook
© 2011 - 2024 "Archimedes Clinic" - All Rights Reserved
Artmedia