კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

ხშირი კითხვები

გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში რამდენია მოცდის პერიოდი?
საქართველოს #165 დადგენილების მიხედვით, რომელიც ეხება 5 წლის ჩათვლით ბავშვების, სტუდენტების, ასაკით პენსიონერების, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, აგრეთვე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაზღვევას, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია ითვალისწინებს მოცდის პერიოდს 4 თვემდე ვადით.
მიმართვის ბარათის გარეშე თუ ემსემსახურებით დაზღვეულებს?
რიგ შემთხვევებში მიმართვის ბარათის წარდგენა სავალდებულო არ არის. ინფორმაცია მიმართვის ბარათის საჭიროების შესახებ შესაძლებელია მიიღოთ თქვენს სადაზღვევო კომპანიის პოლისზე მითითებულ ცხელ ხაზზე დარეკვით
შესაძლებელია თუ არა პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე სამედიცინო მომსახურების მიღება?
გადაუდებელი მომსახურების გაწევის (საჭიროების) შემთხვევაში შპს „არქიმედეს კლინიკა“ ემსახურება პაციენტებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი უნდა წარდგენილ იქნას „არქიმედეს კლინიკაში“ პაციენტის სტაციონარიდან გაწერამდე. გეგმიური მომსახურების შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტუებელი მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში „არქიმედეს კლინიკა“ ვერ უზრუნველყოფს მის მომსახურებას.
პაციენტთან ვიზიტის საათები?
„არქიმედეს კლინიკებში“ პაციენტთან ვიზიტის საათები განისაზღვრება 13:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, (კვირის ნებისმიერ დღეს).
გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების შემთხვევაში, შპს „არქიმედეს კლინიკა“ ემსახურება ნებისმიერ რაიონში რეგისტრირებულ პაციენტებს, ხოლო გეგმიური ამბულატორიის შემთხვევაში დაზღვეულებმა უნდა მიმართონ კლინიკებს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების შემთხვევაში, შპს „არქიმედეს კლინიკა“ ემსახურება ნებისმიერ რაიონში რეგისტრირებულ პაციენტებს, ხოლო გეგმიური ამბულატორიის შემთხვევაში დაზღვეულებმა უნდა მიმართონ კლინიკებს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia