კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

ჩვენ შესახებ

შპს "არქიმედეს კლინიკა" წარმოადგენს წამყვან  მრავალპროფილურ დაწესებულებას საქართველოში, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2010 წლიდან. დღეისათვის  ქვეყნის მაშსტაბით წარმოდგენილია კახეთის, სამეგრელოს რეგიონებში და აერთიანებს 4 სამედიცინო ცენტრს, 3 ამბულატორიულ დაწესებულებასა და 2 ჰემოდიალიზის ცენტრს.

არქიმედეს გუნდი ორიენტირებულია, რეგიონების მოთხოვნილებების  შესაბამისად, გააფართოვოს კლინიკებში მომსახურების ჩამონათვალი და მოსახლეობას ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ადგილზე შესთავაზოს სამედიცინო მომსახურების სრული სერვისი.

შპს ,,არქიმედეს კლინიკა“ ორიენტირებულია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის უწყვეტ ამაღლებაზე, კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე, რეგიონებში ახალი სერვისების დანერგვაზე, რათა მოსახლეობამ ადგილზე მიიღოს სრულყოფილი და მაღალი ხარისხის მომსახურება სამედიცინო სფეროში.

კლინიკის ბაზაზე მუდმივად ტარდება ინტენსიური სამუშაოები, რათა მოხდეს ახალი სერვისების დამატება და მოსახლეობისათვის შეთავაზებული იქნას მაღალი ხარისხის მომსახურეობა.  

კლინიკებში მუდმივად ხდება კვალიფიცირებული კადრების მოზიდვა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. არქიმედეს კლინიკის გუნდში, ადგილობრივი მედპერსონალის გარდა გვყავს სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული კადრები. რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კლინიკის საქმიანობაში.

ჩვენი პრიორიტეტია, შევქმნათ უსაფრთხო, ჯანსაღი და პატივისცემით სავსე სამუშაო გარემო თანამშრომლებისათვის.

„არქიმედეს კლინიკა“  ამაყობს 14 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. ჩვენი მიზანია გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, დავიცვათ ყველა პაციენტის უფლებები და მივცეთ საშუალება ისარგებლონ მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით. 

ჩვენი კომპანიის უპირატესობებია:

სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ორიენტაცია/ფოკუსირება;

პაციენტსა და მის უსაფრთხოებაზე  ზრუნვა;

სრული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის;

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

სამედიცინო პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციაზე მუდმივი ზრუნვა.

კლინიკის სლოგანია ,,თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი წარმატებაა“

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia