კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

ჩვენ შესახებ

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არქიმედეს კლინიკა“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო კლინიკების ქსელია საქართველოში. „არქიმედეს კლინიკა“   2010 წლის 12 აგვისტოს იქნა დაარსებული სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიერ და ამჟამად  სამ საავადმყოფოსა და 140-ზე მეტ ამბულატორიულ გაერთიანებას მართავს ლაგოდეხის, სიღნაღის და სენაკის რაიონებში.

„არქიმედეს კლინიკა“ მომხმარებელს სთავაზობს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ და სტაციონარულ მომსახურებებს. თითოეულ კლინიკას გააჩნია 5 საოპერაციო ბლოკი, 3 სამშობიარო განყოფილება, ემერჯენსის, ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციისა და დიაგნოსტიკური განყოფილებები და ლაბორატორიები.

„არქიმედეს კლინიკის“ დაარსება თავდაპირველად სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებული საავადმყოფოების მართვისთვის იყო განპირობებული, თუმცა დაარსებიდან რამოდენიმე თვეში მოხდა კომპანიის მიზნებისა და ამოცანების სრული გარდასახვა. დღეს „არქიმედეს კლინიკის“ მიზანია ჯანდაცვის სფეროში მომსახურებით უზრუნველყოფის ისეთი ინოვაციური და ინტეგრირებული მოდელის შექმნა, რომლითაც ერთის მხრივ კმაყოფილი იქნება მომხმარებელი, იამაყებს თანამშრომელი და ამავდროულად იქნება ფინანსურად მდგრადი ორგანიზაცია.

არქიმედეს კლინიკები აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და  კლინიკებში მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის კონტროლი.

 ჩვენს მთავარ პრიორიტეტს პაციენტები და კლინიკებში მომუშავე კვალიფიციური თანამშრომლები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ კლინიკაში მომუშავე ყველა დარგის სპეციალისტი გამოირჩევა პაციენტების მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებით და პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვით.

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2020 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia